
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაში საქართველოს მთავრობას მონაწილეობა არ მიუღია.
"ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ეს არაერთხელ ვთქვით, ყველა დონეზე იქნა ამის შესახებ კომენტარი გაკეთებული.
ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში, ჩვენი განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი რაც იყო მაშინ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლაც იმავეს გიდასტურებთ", - თქვა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა.
პრემიერს ღარიბაშვილის "განცდით", კი პუტინი თავის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობდა.
ამავე თემაზე: