
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას წინასწარ ულოცავს და წერს, რომ თურქეთი და საფრანგეთი ერთად გააგრძელებენ წინსვლას.
"არის დიდი გამოწვევები, რომლებსაც საფრანგეთი და თურქეთი ერთად გადალახავენ. მშვიდობის დაბრუნება ევროპაში, ჩვენი ევრაზიული ალიანსის მომავალი, ხმელთაშუა ზღვა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, რომელსაც ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას" - წერს მაკრონი
თურქეთის პრეზიდენტს გამარჯვება წინასწარ მიულოცა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 75%-ია დათვლილია. შედეგები ასე გადამაწილდა, ერდოღანი - 53,41%, ქილიჩდაროღლუ - 46,65%.