"ქართული ოცნება" რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში "დამსახურებულ გამარჯვებას" ულოცავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. "ოცნება" თურქეთს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"ქართული ოცნება" ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და "სახალხო ალიანსს" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.

თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს თავის მხრივ არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.

გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 52.14 % მეტი მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი