ვაფასებ მის ხუმრობას, ბირთვული იარაღი არ გვჭირდება - თოყაევი ლუკაშენკოს წინადადებაზე გაწევრიანდნენ კავშირში

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ქვეყანას არ სჭირდება არც რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანება და არც ბირთვული იარაღი. 

"გასულ დღეს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთს შესთავაზა კავშირში გაწევრიანება. მე ვაფასებ მის ხუმრობას, მაგრამ  ვფიქრობ, ამის საჭიროება არ არის, რადგან არსებობს სხვა ინტეგრაციის ასოციაციები, პირველ რიგში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ჩვენ ის არ გვჭირდება, რადგან ჩვენ შევუერთდით ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ", - თქვა თოყაევმა. 

როგორც თოყაევმა აღნიშნა, მისი ქვეყანა ერთგული რჩება საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. მისივე თქმით, ევრაზიის დიდ რეგიონში თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით უნდა განვითარდეს.

ცნობისთვის, მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდ ლუკაშეკომ განაცხადა, რომ რუსეთი ატომურ იარაღს მიაწვდის ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდება "რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი