"ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ ნაბიჯებს დასავლეთიდან კიდევ ერთი უმწვავესი რეზოლუცია მოჰყვა. "შეწყვიტეთ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, პოლიტიკური დევნა და რუსეთთან კავშირების გაღრმავება" - ეს არის შვედეთში მიღებული კრიტიკული დოკუმენტის მთავარი გზვანილები.
ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებს ALDE-ც. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს.