"პრემიერ ღარიბაშვილს აქვს, ან ირჩევს, რომ ჰქონდეს, ძალიან მოკლე მეხსიერება".
ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.