
რუსულ ავიაკომპანია Red Wings -ს, რომელმაც ივნისში საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა დაიწყოს, ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი აქვს შეყვანილი.
ოფიციალურ ვებგვერდზე - Flyredwings.com-ზე საფრენი მარშრუტების ასარჩევ განყოფილებაში ვხვდებით შემდეგ ჩამონათვალს: რუსეთი, აფხაზეთი, თურქეთ, აზერბაიჯანი, სომხეთ, ბელარუსი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. ჩამონათვალში არ იძებნება საქართველო
ხოლო, როდის დაამატეს ოკუპირებული აფხაზეთი ჩამონათვალში, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 19 მაისს, რუსულ საჰაერო კომპანიას Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლება მისცა. ის "აზიმუტის" შემდეგ, მეორე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოში იფრენს.
Red Wings-მა ოპერირება ივნისიდან უნდა დაიწყოს და ფრენებს სოჭი-თბილისისა და მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებებით შეასრულებს. Red Wings უკრაინაში სანქცირებული კომპანიაა.
შეგახსენებთ, ფრენების დაწყებამდე Azimuth Airline-სსაც ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთი მითითებული ქვეყნების ჩამონათვალში. მოგვიანებით ამოიღო შემდეგ კი ქვეყნების გრაფა ვებგვერდიდან სრულად გააქრო.