
პუტინმა მოსკოვზე, უპილოტო საფრენი აპარატების დღევანდელ თავდასხმას შურისძიება უწოდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე, რუსეთის ბოლო თავდასხმის პასუხად, რომელიც პუტინის თქმით, ორი-სამი დღის წინ მოხდა.
პუტინი თვლის, რომ ამით უკრაინა მხოლოდ "პროვოცირებს".
"საპასუხოდ, როგორც მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა აირჩია რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ შენობებზე დარტყმის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტივობის აშკარა ნიშანია", - ამბობს პუტინი
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მოსკოვზე უპილოტო საჰაერო დრონებით თავდასხმა მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის დედაქალაქს თავს 8 დრონით დაესხნენ და ხუთი მათგანი ჩამოაგდეს., სამი მათგანი კი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გააუნებელყვეს. ფაქტზე გამოძიება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორიზმის მუხლით დაიწყო.