უარი ნატოსა და ევროკავშირზე - სლოვაკეთში მთელი მსოფლიოს გასაგონად ღარიბაშვილმა "ოცნების" რეალური მიზნები გამოააშკარავა. 26 მაისს ევროპის დროშის ჩამოხსნიდან 4 დღეში ივანიშვილის პრემიერმა უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება და NATO-ში უკრაინელების გაწევრიანების სურვილი დაასახელა. "გველაპარაკება მოსკოვი" - 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა დღეს ცივილიზებული მსოფლიოსგან ეს შეფასება დაიმსახურა.
"პრემიერი ახლა ღალატობს საკუთარ ხალხს და ყიდის რუსეთზე", - გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე ნათქვამი ღარიბაშვილის ეს სიტყვები საერთაშორისო პოლიტიკურმა საზოგადოებამ თარგმნა, როგორც საქართველოს ხელისუფლების დასავლური კურსის ცვლილების მიმანიშნებელი და როგორც უარი NATO-ში ინტეგრაციაზე. და, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის ეს პოზიცია გახდა "ქართული ოცნების" პრორუსულობის კიდევ ერთი მტკიცებულება.