
ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. ჰიკარი ჩეჩირეს თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნარატივში პრორუსული განცხადებები ჩანს.
"როდესაც საქართველოს ხელისუფლება იკავებს მოსკოვის მსგავს ფალსიფიცირებულ და მორალურად გაკოტრებულ პოზიციას ომის დაწყებასთან დაკავშირებით, რთულია დაინახო მათ განზრახვებში რაიმე სხვა გარდა პრორუსულისა", - თქვა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე.
შეგახსენებთ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.