საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ხვდება. პირისპირი შეხვედრა ამ წუთებში იწყება. შეხვედრის დაწყებამდე ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.
თბილისის დროით 17:00 საათზე კი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს.