"ქალბატონ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეიწყალოს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოს პრესტიჟი გადაარჩინოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "მთავარ არხთან" საუბრობს.
ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულები არიან, რამდენადაც ჩვენთვის არის გასაგები, პოლიტიკური მოტივებით და მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი, როდესაც ასეთი მართლმსაჯულების სისტემა აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს ევროპის პარლამენტში, მაგრამ არ ვაპირებთ თვალების დახუჭვას და გავუგზავნით მას ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით,.
პრეზიდენტი საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ, მე ქალბატონ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე, რათა საქართველოს პრესტიჟი გადაარჩინოს. ახლა არ არის ლოდინის დრო. საქართველო გზაჯვარედინზე დგას, - ამბობს აუსტრევიჩუსი.