
"კანდიდატის სტატუსი საქართველოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს და სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.
"სუფთა ჰაერის მსგავსია, ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს", - წერს კრამონი.