პოლიტპატიმრების შეწყალება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სტატუსისთვის, თუმცა ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე გაურბის თავის პასუხისმგებლობას - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ ის არ გულისხმობდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. 

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების შეწყალება არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სტატუსის მისაღებად, თუმცა ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე გაურბის თავის პასუხისმგებლობას.

"გამოვხატავ შეშფოთებას, იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დგამს საჭირო ნაბიჯებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისი გამოსვლა იყო მიმართული ამისკენ, მაგრამ ის არ გულისხმობდა აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. ზურაბიშვილის უარი, აღიაროს პრობლემები, ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას უფრო რუსეთისკენ მიაქანებს, ვიდრე ევროპისკენ. პოლიტიკური პატიმრების შეწყალება არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სტატუსის მისაღებად, თუმცა ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე გაურბის თავის პასუხისმგებლობას. ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან განისაზღვრება იმით, რამდენად სურს საქართველოს, გადადგას საჭირო ნაბიჯები. პრეზიდენტის ქმედებები კი აღრმავებს ჩვენ შეშფოთებებს. თუ ის ნამდვილად ზრუნავს ევროინტეგრაციაზე, უნდა გამოხატოს თავისი მზადყოფნა კონკრეტული ნაბიჯებით, ვიდრე ცარიელი სიტყვებით", - ამბობს ვოლსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი