"ვიღაცა სანქციას რომ მადებს, არის კომედია, ტრაგიკომედია... უკრაინა სანქცირებული კი არ არის, განადგურებულია უკვე", - ამის შესახებ "საქართველო-რუსეთის" მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია "მთავარ არხთან" საუბრობს და უკრაინის მიერ მისი შვილის კომპანიისა და გაიაშვილების დასანქცირებას ეხმაურება.
ვიღაცას სანქციას რომ ადებს, ეს არის უკვე კომედია, უფრო სწორად, ტრაგიკომედია. იმიტომ რომ უკრაინა დასანქცირებული კი არ არის, განადგურებულია უკვე თავიანთი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელით. უკრაინა დაღუპეს, მიწასთან გაასწორეს და სხვას ადებს სანქციებს, ნუ, რავიცი აბა. ვის აინტერესებს უკრაინა. საქართველოს როგორ ასანქცირებს უკრაინა ეგ მაინტერესებს. რას იზამს მერე, რა არის ეგ სანქციები, ეს მაინტერესებს, - ამბობს ვალერი კვარაცხელია.