არშემდგარი შეხვედრა ზელენსკისთან | ასოცირების ტრიოდან სრულიად დისტანცირებული საქართველო

გამოქვეყნდა:

კიშინოვის ისტორიული სამიტი და ასოცირების ტრიოდან სრულიად დისტანცირებული საქართველო. დღეს მოლდოვაში 47 ქვეყნის ლიდერთან ერთად მაია სანდუ და ვოლოდიმერ ზელენსკი საკუთარი ქვეყნებისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას უყრიდნენ საფუძველს.

"ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი" ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში პირველად ჩატარდა და ამ უნიშვნელოვანესი პლატფორმის ადგილად სწორედ სანდუს ქვეყანა შეირჩა. მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოს ინტერესებს ვოლოდიმერ ზელენსკი იცავდა და ღიად ამბობდა, რომ ბელორუსი და ხალხი მათი ნების წინააღმდეგ არიან ჩათრეული ნეგატიურ პროცესებში. 

ვოლოდიმირ ზელენკისთვის ადგილზე არ უპასუხია ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სამიტი ისე დასრულდა, ომში მყოფ პრეზიდნეტს არც კი შეხვედრია. იმის ნაცვლად, რომ ოკუპირებული ქვეყნიდან ჩასულ პრემერს ეს პლატფორმა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოეყენებინა, კვლავ მშვიდობაზე ლაპარაკობდა და ზელენსკისა და პარტნიორებს, რომლბმაც ის ანტიდასავლური განცხადებების გამო გააკრიტიკეს, კორუმპირებულ ლობისტებად მოიხსენიებდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი