
რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, რომელიც საქართველოში არ შემუშვეს წერს, რომ არ გარისკავს უწოდოს ივანიშვილის საქართველოს პუტინის პროვინცია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.
მწერალს 2 ივნისს - თბილისში, 4 ივნისს კი ბათუმში ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი.
"მე არ შემიშვეს საქართველოში. [...] დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვეს ჩემგან საქართველო, ყოჩაღ... ნუ მე პირველი არ ვარ. არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ხომ მართალია? 2006 წელს მე, გაჩაღებული ანტირუსული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, ასობით მოსკოველთან ერთად გამოვდიოდი პუშკინის მოედანზე საპროტესტო მიტინგზე ლოზუნგით - მე ქართველი ვარ... როგორც თბილისიდან ჩემი დეპორტაციით ირკვევა, არასაკმარისი ქართველი ვარ. სასაცილოდ გამოვიდა", - წერს შენდეროვიჩი.
შენდეროვიჩი, 2021 წელს რუსეთის ხელისუფლებამ "უცხოური აგენტების" სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც მან რუსეთი, როგორც თავად თქვა, "დაკავების საფრთხის გამო" დატოვა.