"საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" (TI) ცნობით, მთავრობის ადმინისტრაცია და კიდევ 19 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. ასეთ უწყებებს შორისაა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა.

TI-ის ცნობით, უკვე 6 წელია შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას ტექნიკური ხარვეზით ხსნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა, 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა.

"სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშვებელია „გამოუქვეყნებელი კონტრაქტები-ს“ არსებობა, რადგან ეს კორუფციული შეთანხმებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, გამოუქვეყნებელი კონტრაქტები რომ არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდული, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. TI-ის ცნობით:

  • 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება;
  •  მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება;
  •  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე;
  •  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 41-ზე და ა.შ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. მათივე ცნობით, შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან. არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს.

იხილეთ განცხადება სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი