ბრალდებულებს სთავაზობდა ვერსიებს, როგორ მოეშორებინათ ცხედარი - პროკურორი ქობულეთში, მკვლელობაში ბრალდებულის მამაზე

გამოქვეყნდა:

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული, სავარაუდო მკვლელის მამა თვითმხილველებზე ზეწოლას ახორციელებდა და დანაშაულის ფიგურანტებს ცხედრის დასამალად, სხვადასხვა ვერსიებს სთავაზობდა - განცხადება ამის შესახებ საქმის პროკურორმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა.

სამართალდამცავებმა  49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა დააკავეს და მას სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა:

''ბრალდებული არის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა, რომელიც ზემოქმედებას ახორციელებდა ამ დანაშაულის თვითმხილველ პირებზე. მანამ სანამ ისინი პოლიციის დაწესებულებაში მივიდოდნენ და მიაწვდიდნენ რაიმე სახის ინფორმაციას. ის ახორციელებდა გარკვეულ ქმედებებს, რათა მოცემული დანაშაული არ გახსნილიყო და არ გამოვლენილიყო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მათ შორის სთავაზობდა ბრალდებულებს ვერსიებს და იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეშორებინათ თავიდან გარდაცვლილის ცხედარი''- აცხადებს პროკურორი 

შეგახსენებთ, მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 18 მაისს მოხდა. 20 წლის გიორგი ალხანიშვილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ცხედარი კი ტყის მახლობლად დამარხეს.

დანაშაულის მონაწილე სამი პირი დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია. ხოლო უშუალოდ მკვლელობის ჩამდენი პირი მიმალვაშია. შსს-ს ცნობით მან ქვეყანა დატოვა, რის გამოც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

 
 

 



 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი