"უნდა ვიმუშაოთ, რომ არ გავრცელდეს რუსული ნარატივები, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი NATO-ა. უკრაინა თავს იცავს NATO-ს წევრები კი მას თავდაცვაში ეხმარებიან. ის, ვინც NATO-ს გაფართოებასა და ესკალაციაში ადანაშაულებს, იმ იმპერიალისტურ იდეოლოგიას იმეორებს, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს. რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება არა NATO, არამედ რუსული იმპერიალიზმი. ჩვენ ყველამ ხელი უნდა შევუშალოთ ამ იმპერიალისტურ მსოფლმხედველობას, წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს მსოფლიოში გავიღვიძებთ".
თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა. ცნობისთვის, ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.