შსს-ს კადიროველების ვიზიტზე ინფორმაცია ჰქონდა - ესკორტის წევრებს 13 ვიდეო ჯარიმა გამოუწერეს

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრების ვიზიტზე ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო წესების დარღვევისთვის მათზე 13 ვიდეო ჯარიმაა გამოწერილი. ჯარიმების მიხედვით, "კადიროველები" 22 მაისიდან იმყოფებოდნენ საქართველოში და არა მხოლოდ თბილისში, არამედ კიდევ რამდენიმე ქალაქში გადაადგილდებოდნენ. ჯარიმების ჯამური თანხა დაახლოებით 1 000 ლარს შეადგენს. 

"მთავარ არხს" აქვს კიდევ ერთი მტკიცებულება "კადიროველების" საქართველოში ყოფნის შესახებ - "ინსტაგრამის" მიმოწერა, რომლის ავტორიც მალიკ ახმედხანოვია, ის ბიზნესმენ ასლამბეგ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის ახლო გარემოცვის წევრია.

მიმოწერაში ნათქვამია, რომ მათი ჩამოსვლის შემდეგ ტელევიზიებმა აჟიოტაჟი ატეხეს და დაინტერესდნენ რას აკეთებდნენ "კადიროველები" საქართველოში. 

"შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ეგეთი არ არის შემთხვევა. გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია", - თქვა "ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლოსკიმ. 

საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ესკორტი რამზან კადრიოვის უახლოესი გარემოცვის წევრის,  ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეგ ახმედ-ხანოვისაა. რუსული ესკორტი სტუმრობდა არაერთ ადგილს, მათ შორის იმყოფებოდა თბილისსა და ბათუმში.

შსს-ს და სუს-ს გავრცელებულ კადრებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი