"ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა | ევროპელი პარტნიორების მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

შეწყვიტეთ ანტიდასავლური რიტორიკა - ეს არის მთავარი მოწოდება ევროკავშირის მხრიდან. გერმანიის კანცლერთან ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ ამ სიტყვებით მიმართვას "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი დეპუტატი მიხაელ როტი.

გერმანელი პოლიტიკოსის ვიზიტი ბერლინში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ცოტა ხნით ადრე არ არის შემთხვევითი და მისი მიზნები კიდევ უფრო მკაფიო ხდება ბუნდესტაგის წარმომადგენლის განცხადებების მოსმენის შემდეგ. პოლიტპატიმრები, რუსული კანონი, პირდაპირი ფრენები მოსკოვთან, პირადად პრემიერის პრორუსული გზავნილები - არის მთავარი პრობლემები, რომლებზეც ევროპელი პარტნიორები საუბრობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი