ჩვენმა საელჩომ თბილისში ისაუბრა ამის შესახებ შაბათ-კვირას, და მე გავიმეორებ მათ ნათქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც დააკავეს 2 ივნისს მშვიდობიანი აქცისას პარლამენტის წინ.
მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები და ფუნდამენტური დემოკრატიისთვის. და განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან, რომელთანაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეუერთდეს.
თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა 2 ივნისს, პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტებზე და უფლებადამცველებზე.