მეჩვენება, რომ ღარიბაშვილს არ სურს საქართველო NATO-ს წევრი გახდეს - ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებებს "ამერიკის ხმასთან" გამოეხმაურა.

ჰოჯესის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას არ სურს ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. 

"ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის NATO-ს ასპირანტი. ვგულისხმობ იმას, რომ პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა NATO-ს გაფართოების გამო. მე მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს არ სურს, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. ორი რამ - ის იყენებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში, ეს ჩემთვის გაუგებარია და მეორე, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მის განცხადებაზე დაყრდნობით კი ჩანს, რომ მას აშკარადა არ აქვს არანაირი განზრახვა და ინტერესი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ საქართველოსთან გაერთიანდეს, - თქვა ბენ ჰოჯესმა.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი