თეთრი ფურცლების საქმე | ნიკა რომანაძის და საბა ბრაჭველის პროცესი გადაიდო, ამ წუთებში ედუარდ მარიკაშვილის საქმე განიხილება

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში დღეს თეთრი ფურცლების გამო დაკავებული სამი პირის პროცესი იყო დანიშნული, საიდანაც ორის, ნიკა რომანაძისა და საბა ბრაჭველის სხდომა გადაიდო ამ წუთებში კი ედუარდ მარიკაშვილის საქმე განიხილება. ყველა მათგანს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება. 

თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ის ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებმა პროცესზე წარმოადგინეს. დაკავებული პირები 2 ივნისს, მშვიდობიან დემონსტრაციაზე, თეთრი ფურცლებით იდგნენ და საკუთარ მოსაზრებას კანონით განსაზღვრული ფორმებით აფიქსირებდნენ.

გადაიდო ჩემი პროცესი 27 ივნისამდე. საქმეში ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებად ჯერჯერობით მხოლოდ ეს ფოტო წარმოადგინეს.

შევინახავ, ჩარჩოში ჩავსვამ, შევხედავ ხოლმე როგორი რეციდივისტი ვარ, - წერს ნიკა რომანაძე და ფოტოს აქვეყნებს.

გაგიკვირდებათ და ყველა ჩვენგანის პროცესი გადაიდო 2-3 კვირით (რასაც თავიდანვე ვვარაუდობდით - ინტერესი რომ მინავლდეს და სხვათა შორის ჩაიაროს), მაგრამ ჩემი სხდომა განსაკუთრებით სასაცილოდ გადაიდო - სხდომის დარბაზის გარეთ ველოდებოდით, შიგნით როდის შეგვიშვებდნენ, უცებ კარი გაიღო და გამოგვიცხადეს, ბრაჭველის პროცესი უკვე გადადებულიაო, - დაწერა საბა ბრაჭველმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი