არსებობს უამრავი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა "ხარება" - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 14 ივნისს მიიღებს. დღევანდელ პროცესზე კი შსს-ს თანამშრომლები გამოიკითხნენ.

ჩვენება მისცა დაცვის მხარის ერთადერთმა მოწმემ, რომელმაც გადაიღო დაკავების კადრები და რომლებიც საქმეშიც დევს. 

ჯაფარიძის და მოსიაშვილის თქმით, პოლიციელებმა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები დღეს ვერ წარმოადგინეს. 

''სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით გადაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, რომლებიც იბრალებენ, რომ თითქოს მათ გასცეს ჩვენი დაკავების ბრძანება. სინამდვილეში არსებობს უამრავი ვიდეოკადრები , სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა "ხარება", [ზვიად ხარაზაშვილი გდდ-ის უფროსი] გომელაურის ძმაკაცი და ჩვენ ფიზიკურად გვისწორდებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები." თქვა ჯაფარიძემ პროცესის შემდეგ

ნიკა მოსიაშვილის თქმით, ეს პროცესი მთლიანად კომიკურია, რადგან გამოკითხული  პოლიციელები შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ - ''პოლიციელები ერთმანეთს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ ეს ხალხი რისთვის გვყავს დაკავებულიო'' - ამბობს მოსიაშვილი. 

გამოძიება ''გირჩი მეტი თავისუფლების წევრებს" რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი