საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ჯარის ყოფნა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა - გაეროს უშიშროების საბჭო

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ გასაჯაროვდა.

სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ერთობლივი განცხადების ხელმომწერები ამბობენ, რომ უკიდურესად შეშფოთებულები არიან ე.წ. ბორდერიზაციით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უკანონო დაკავებებითა და პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან წარმოებული დეზინფორმაციით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი