ღარიბაშვილი შოლცთან შესახვედრად გერმანიაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. 
მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს." აცხადებს მთავრობა.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი გერმანიაში მისი ანტიდასავლური განცხადებების გამო დაიბარეს, თუმცა თავად პრემიერი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ბერლინში მიიწვიეს.  

ღარიბაშვილი კანცლერ შოლს ხვალ, 9 ივნისს შეხვდება. შეხვედრა საჯარო არ იქნება და არც პრესკონფერენცია გაიმართება მისი დასრულების შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი