დაპირისპირება და ანტიდასავლური რიტორიკა ამჯერად ბრიუსელში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი პარტნიორების საქმიან კრიტიკას გაუწონასწორებელი და არადიპლომატიური თავდასხმებით პასუხობს. კონფლიქტი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მოხდა.
მარინა კალიურანდის არგუმენტებს, რომლებიც აჩვენებს 12 პუნქტის შესრულების ჩაგდებას და საქართველოს პოზიციების გაუარესებას უკრაინასა და მოლდოვასთნ შედარებით, მმართველი პარტიის დელეგაციის მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის მორიგი ნიაღვარი მოჰყვა.
"ქართული ოცნების" მთავრობის წევრები და დეპუტატები პირდაპირ დარბაზში ადანაშულებდნენ ევროკავშირს საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებასა და პრემიერ ღარიბაშვილის დაუმსახურებელ კრიტიკაში. მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების ისტერიკულ გამოსვლებს ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ უპასუხა არგუმენტებით - კორუმპირებული სასამართლოს, რუსეთთან ფრენების აღდგენის, პოლიტპატიმრების, ჟურნალისტების დევნის, რუსული კანონის მიღებისა და უკრაინისადმი ორმაგი დამოკიდებულების შესახებ.