მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ კიშინიოვმა საქართველოსგან მაგალითი უნდა აიღოს და რუსეთთან ურთიერთობები არ გაწყვიტოს. განცხადება დოდონმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერით სარგებლობს "ექსკლუზივ ტივის" ეთერში გააკეთა.
"ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთში თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როცა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, სცადოს ჩვენი საქონლის მიწოდება იქაც და იქაც, როგორც ამას აკეთებს საქართველო. ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის ზრდას", - თქვა დოდონმა.
მან ასევე სიცრუე უწოდა მოლდოვის ხელისუფლების დაპირებებს 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
"მოქალაქეების მოტყუება არ არის საჭირო. მოლდოვა არ გახდება ევროკავშირის წევრი. საკმარისია საკუთარი და ქვეყნების პრობლემები, რომლებიც რიგში დგანან გაწევრიანებისთვის", - თქვა მან.