საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებს - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ეს დახმარება განხორციელდება კრიზისის პერიოდში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის დასახმარებლად.
ასევე, პრემიერ მინისტრის განკარგულებით, ყველა სტუდენტი, რომლის სოციალური ქულა 150 ათასამდეა, მთავრობისგან 2020-2021 წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას მიიღებს; და ყველა სტუდენტს, რომლის სოციალური ქულა 150 ათასამდეა და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, სახელმწიფო ერთი, 2020-2021 წლის სწავლის საფასურს დაუკომპენსირებს. პრემიერის თქმით, ეს არის 1225 ლარი.
პრემიერმა დღეს ასევე ისაუბრა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების პროექტის გაგრძელების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა თვითდასაქმებული, რომელთაც აქამდე 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება არ ქონდათ აღებული, რადგან მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად ვერ შეავსეს, ამ დახმარებას მაინც მიიღებენ.
და ასევე, პრემიერის განკარგულებით, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადს სახელმწიფო იგივე პრინციპით გადაუხდის, რა შეღავათითაც მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის დროს სარგებლობდა.