სანქციები, რუსული აგრესია უკრაინაში და საქართველო - ამ თემებზე ამ წუთებში ამერიკელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები და პოლიტოლოგები თბილისში მსჯელობენ. კონფერენციას, რომლის ორგანიზატორიც "საქართველოს უნივერსიტეტია" ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებიც.
ლიეტუვის ელჩმა, ანდრეი კალინდრამ, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდება და "გაუგებრობებზე" ღიად ისაუბრებს.
"ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ [ანტიდასავლურ] განცხადებებს ისევე, როგორც საქართველოს მთავრობა ადევნებს თვლას დასავლელი მეგობრების განცხადებებს. პირველ რიგში, ლიეტუვა და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ორშაბათს, ან უახლოეს დღეებში ბატონ პრემიერმინისტრს შევხვდებით და ამ გაუგებრობაზე ღიად ვისაუბრებთ. ორივე მხრიდან დიდი ენერგია იხარჯება საიმისოდ, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც უნდა იყოს. საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება სარგებლის მომტანი იქნება, არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ ევროკავშირისთვისაც. მე ვიტყვი, რომ ერთი წელი გავიდა, რაც რეკომენდაციები წარადგინა ევროკომისიამ და პროგრესი არსებობს. ასევე გვესმის, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და პოლიტიკურ წევრებს, ეს მომენტი გამოიყენონ იმიტომ, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს იქნება ღია ეს შესაძლებლობების ფანჯარა", - ამბობს კალინდრა.
მთავრობის ადმინისტრაციას შეხვედრის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.