სააპელაციოს მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა - ის შვეიცარიაში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა. "სასამართლო გუშაგის" ინფორმაციით, უვადოდ დანიშნულმა მოსამართლე სისტემიდან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე წავიდა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ივნისის სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს. 

"სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა, რის გამოც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს", - წერს ორგანიზაცია.

გეწაძეს სამოსამართლო საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი