ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა: "მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები"

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ენდობა სამხედროებს და რომ მუდმივ კონტაქტზეა სამხედრო მეთაურებთან:

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ ბევრი დრო არ რჩება... უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, რა ეტაპზეც დეტალურად არ ვისაუბრებ, მჯერა, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ. თქვენ უნდა ენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი. მე ყოველდღიურად ვკონტაქტობ ჩვენს მეთაურებთან სხვადასხვა მიმართულებით... ახლა ყველა პოზიტიურ ხასიათზეა. ასე რომ, ეს გადაეცით პუტინს." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერთან, ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ცნობები უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება.

განცხადება ამის შესახებ გუშინ, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა. 

ბრიტანულმა დაზვერვამ კი დღევანდელ მოხსენებაში დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მიმართულებით რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი