
ავსტრალიაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო საკარანტინო ზომები მკაცრდება. მელბურნში 6-კვირიანი სავალდებულო კარანტინი გამოცხადდა, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ამ დროისათვის ავსტრალიაში კორონავირუსის 20 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, 250-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 19 მილიონს უახლოვდება, 700 000-ზე მეტი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.