არის თუ არა სასამართლო ზედამხედველობა ომბუდსმენის მანდატი | სახალხო დამცველის მოადგილის ორაზროვანი განცხადება

გამოქვეყნდა:

არის თუ არა სასამართლო ზედამხედველობა ომბუდსმენის მანდატი? სახალხო დამცველის მოადგილე ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება ომბუდსმენის აპარატის დისკრეციას სცდება. ეს განცხადება კითხვის ნიშნებს უჩენს ყოფილ ომბუდსმენს და მესამე სექოტრს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ეჭვობენ, რომ შესაძლოა სახალხო დამცველი ინსტიტუციური სასამართლო სისტემისგან დისტანცირებას ცდილობს, ეს კი დაუშვებელია, რადგან ერთი მხრივ ომბუდსმენის აპარატს კანონი ავალდებულებს მონიტორინგი გაუწიოს სასამართლო სისტემას და მეორე მხრივ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

სახალხო დამცველის აპარატში განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი