ლევან თოფაძე კონტაქტურია და მისი დაკითხვა შესაძლებელია - კლინიკის ექიმი

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მივიდა ბიზნესმენი გოგი თოფაძე, თუმცა მას მისი შვილის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ლევან თოფაძის ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის კონტაქტურია და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ის სამართალდამცველებმაც დაკითხონ.  

ბიზნემენის და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ბუსა ჟვანია, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ვაჟი. გოგი თოფაძე ინციდიენტის შემდეგ პირველად შეხვდა ნინო ქადაგიძეს, დაკავებულის დედას.

შეგახსენებთ, ბიზნესმენის შვილიშვილი ლევან თოფაძე, პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, თოფაძეების სახლში ცივი იარაღით დაჭრა. 

დაპირისპირება ბიზნესმენისა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის სახლში 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შსს-მ ზურაბ ჟვანიას შვილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ თოფაძეების სახლში, იქ, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა. ბიზნესმენი გამოძიებას თხოვნით მიმართავს, რომ დროულად მოხდეს სახლის დათვალიერება, სადაც, მისი თქმით, ბევრი მტკიცებულება და სისხლის კვალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი