ექსპორტიორი ქვეყანა პასუხს ვერ აგებს - ნათია თურნავა ბეირუთში ბათუმის პორტიდან შესული გემის შესახებ

გამოქვეყნდა:

ბეირუთში მომხდარ აფეთქებასა და ლიბანში ბათუმის პორტიდან შესულ გემთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის მინიტრი გამოეხმაურა.

ნათია თურნავას თქმით, გემი საქართველოში 7 წლის წინ, ყველა ნორმის დაცვით დაიტვირთა. როგორც "მთავარმა გაარკვია", ხომალდი "როსუსი" ქართულ საზღვაო პორტში ბოლოს 2013 წლის სექტემბერში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის ლიბანის ხელისუფლებამ დააკავა და დღემდე ბეირუთის პორტში დგას.

ვინ შეიძინა, სად იმყოფებოდა ეს საქონელი, რა დარღვევები იყო, რა ტექნიკური გამართულობა თუ გაუმართაობა ჰქონდა ამ გემს, ამაზე, რასაკვირველია, ექსპორტიორი ქვეყანა ვერასოდეს ვერ აგებს პასუხს, - განმარტა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა, რომელიც ლიბანში ბათუმის პორტიდან შევიდა

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი