ირლანდიელი დეპუტატი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი მაჩვენებლის გამო

გამოქვეყნდა:

ირლანდიელი დეპუტატი, იუსტიციის საკითხებზე მომუშავე ჯიმ ო-კალაგანი შეშფოთებას გამოთქვამს რამდენიმე უსაფრთხო ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი მაჩვენებლის გამო.

ირლანდიური მედიის ინფორმაციით, ეს რიცხვი 2020 წელს 41-დან გასულ წელს 2 710-მდე გაიზარდა, ამჟამინდელი რაოდენობა კი 3 374-მდე.

"სამხრეთ აფრიკა, საქართველო და კიდევ 6 ქვეყანა 2018 წლიდან უსაფრთხო ქვეყნებს განეკუთვნებიან, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან იკვეთება 2020 წლის მანძილზე 20% განმცხადებლებისა სწორედ ქართველები იყვნენ", - აცხადებს კალაგანი Irish Mail-თან და ფიქრობს, რომ სისტემა უსამართლოა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ნამდვილ ომს და დევნას გაურბიან.

ის ამბობს, რომ უსაფრთხო ქვეყნებიდან განმცხადებლები აჭიანურებენ პროცესს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი