ტრამპი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად მაიამიში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად მაიამიში ჩავიდა. ის სასამართლოს წინაშე სამშაბათს უნდა წარსდგეს. მას საიდუმლო დოკუმენტების მითვისებასა და უკანონოდ შენახვას ედავებიან. დაახლოებით 13 000 დოკუმენტი ამოიღო პოლიციამ თითქმის 1 წლისწინ ტრამპის სახლიდან, 100 მათგანი გასაიდუმლოებული იყო.

ტრამპის მომხრეები ამბობენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მხარდამჭერები შეიკრიბნენ ახლომდებარე გოლფის კლუბთან, რომელიც მას ეკუთვნის, სადაც ტრამპი ღამით უნდა დარჩენილიყო.

"იმედი მაქვს, რომ მთელი ქვეყანა ადევნებს თვალს, რას უკეთებენ რადიკალი მემარცხენეები ამერიკას", - დაწერა ტრამპმა ნიუ ჯერსიიდან გამგზავრებამდე.

მაიამის პოლიცია აცხადებს, რომ ფედერალური სასამართლოს შენობასთან დემონსტრაციებს ელოდებიან და მზად არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერ პროტესტს, რათა დაიცვან უსაფრთხოების წესები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი