დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან - ტაიანი

გამოქვეყნდა:

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დასავლეთი კიევს რომ არ დახმარებოდა, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა რისკის ქვეშ იქნებოდა. 

მას კითხვა უკრაინის კონტრშეტევის სამომავლო პერსპექტივაზე დაუსვეს.

"ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან გვინდა მშვიდობა. იმიტომ, რომ უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, ის დაპყრობილი იქნება, და ჩვენ გვექნება საფრთხე, რომელიც გაცილებით დიდია ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ასე რომ, თუ ეს კონტრშეტევა სასარგებლო იქნება რუსების უკრაინიდან უკან დახევისთვის, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს", - თქვა ანტონიო ტაიანიმ.

მისივე განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე პირველი ნაბიჯი შესაძლოა იყო ერთგვარი საბჭოს შექმნა ნატო-კიევს შორის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი