შეცვლილი ჩვენება სასამართლო სხდომაზე | როგორ ჩაიარა ლაზარე გრიგორიადისის მორიგმა პროცესმა

გამოქვეყნდა:

სასამართლო სხდომაზე შეცვლილი ჩვენება. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვაზე სახელმწიფო ბრალდების მოწმე პოლიციელმა პირველი ჩვენება შეცვალა. გიორგი მაისურაძე დღე უკვე ამტკიცებდა, რომ თავად ნახა, როგორ აზიანებდნენ სამსახურებრივ ავტომობილს, თუმცა ძალოვანს არც ერთი დამნაშავის იდენტიფიცირება არ შეუძლია.

სასამართლო სხდომაზე დავის საგანი იყო ასევე პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც 19 წლის ბრალდებულის უფლებადამცველები არ ენდობიან. ლაზარე გრიგორიადისის ხმაურიანი საქმის განხილვა დღეს ისე დასრულდა, რომ მოსამართლემ რუსული კანონის გაპროტესტების გამო საბრალდებო სკამზე მყოფ ახალგაზრდას სიტყვის უფლება არ მისცა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი