არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს თქმა, რომ უსაფუძვლო იყო - ო'ბრაიენი მოსამართლეების სანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე თქვა, რომ არ ჰგონია კარგად ინფორმირებულმა თანამდებობის პირმა შეძლოს თქმა, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო. ამ თემაზე მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს პირები იმყოფებოდნენ საქართველოში მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში ბოლო რამდენიმე ადმინისტრაციის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გლობალური პოლიტიკა, რომ ადამიანებზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას ამ ფორმით, ეს შეზღუდვები უნდა გავრცელდეს. ჩვენი კანონის თანახმად, ამ შეზღუდვების დაწესება, ფაქტობრივად, სავალდებულოა. ჩვენ მას ვხედავთ, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების განმტკიცებას. ეს სტანდარტული ნაბიჯია. რეაქცია, რომელიც ბევრად კარგად ინფორმირებული ადამიანისგან მივიღეთ, იყო ის, რომ დიახ, უკვე დრო იყო. ვფიქრობ, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგადაა ცნობილი და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო", - თქვა ო'ბრაიენმა.

მისივე თქმით, აშშ-ის სურს საქართველომ განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც მას სჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირისა და ევროპის საზოგადოების ნაწილი იყოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი