რაც მარტში გავაკეთე ზუსტად იგივეს გავაკეთებ ნებისმიერ აქციაზე, მუხტს ავაგდებ სულ - ჯაფარიძე სასამართლოს

გამოქვეყნდა:

"გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება ორშაბათს, 19 ივნისს გახდება ცნობილი. პროცესი საქალაქო სასამართლოში 15 საათზე გაიმართება.

დღეს კი სასამართლოს სიტყვით მიმართა ზურა ჯაფარიძემ, რომელსაც მოსიაშვილთან ერთად, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან - „რაც მარტში გავაკეთე ზუსტად იგივეს გავაკეთებ ნებისმიერ აქციაზე. მედავებიან მუხტის აგდებას. მუხტს ავაგდებ სულ, პოლიტიკოსი ვარ და ეგ არის ჩემი საქმე." - თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ჯაფარიძე და მოსიაშვილი მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც მოსიაშვილს ტვინის შერყევა, ხოლო ჯაფარიძეს თავის არეში, დაზიანებები აღენიშნებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი