ბევრს არ ვიცნობ ისეთს, ბაჩო ოდიშარიასავით კარგად იცოდეს ქართული კინო - მდინარაძე რეორგანიზაციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობა წევს" კინოცენტრის თემას და რომ თუ სადმე რეორგანიზაციაა გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს. მან მხარდაჭერა გამოხატა სახელისუფლებო, პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანის, ბაჩო ოდიშარიას მიმართ, რომელიც კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

"არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომლებიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ და რეორგანიზაცია კიდევ ვიღაცეებს ჰგონიათ, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, აუცილებლად ვიღაცის დათხოვნა სამსახურიდან, რეორგანიზაცია კიდევ იმდენ კომპონენტს შეიცავს და მოიცავს ამის გარდა, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, თუ კი სადმე რეორგანიზაცია არის გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს, ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება უნდა მიიღოს, მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ, ეს შეუძლებელია თავისუფლებაც, განვითარებაც. [...] ვიღაცა რაღაცას სწევს იქ, როგორც აიწევა, ისე ჩაიწევა და საქმე გაკეთდება, ესა მთავარი. რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით რაც მე მაგ ადამიანთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი, ასეთი რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს ბევრი, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრ ასეთს არ ვიცნობ", - თქვა მდინარაძემ. 

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო. თანამდებობიდან გაათავისუფლეს დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი და ეს შტატი საერთოდ გააუქმეს, ასევე, სამსახურის დატოვება მოუწია მაკო ჭილაშვილს. რეორგანიზაციას მოჰყვა პროტესტი. 

კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მინისტრი თეა წულუკიანი რეორგანიზაციას იწყებს, შედეგად კი უწყებებიდან თანამშრომლებს უშვებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი