ადამ სულთანოვიჩი ცოცხალი და ჯანმრთელია, არც კი დაშავებულა - კადიროვი დელიმხანოვზე

გამოქვეყნდა:

მადლობა ყველას, ვინც შეწუხდა! ადამ სულთანოვიჩი ცოცხალი და ჯანმრთელია, არც კი დაშავებულა - რამზან კადიროვი ტელეგრამზე ადამ დელიმხანოვთან დაკავშირებით, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ეძებდა და ამბობდა, რომ ვერ უკავშირდებოდა.

კადიროვი ახლა ამტკიცებს, რომ მისი წინა პოსტი განზრახ იყო დაგეგმილი იყო, რათა მედია სიყალბეში ემხილა:

"გადავწყვიტე ყველასთვის მეჩვენებინა, უპირველეს ყოვლისა უკრაინელებისთვის, რამდენად ჩაიძირა მათი მედია... როცა ცეცხლზე ნავთი დავასხი, თავად ამ სიცრუის ავტორებმაც დაიჯერეს ზღაპარი" ამტკიცებს კადიროვი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუმის დეპუტატი და კადიროვის მარჯვენა ხელი, ადამ დელიმხანოვი მოკლეს, რაც დუმაში კატეგორიულად უარყვეს. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ის დაჭრილი იყო. 

დელიმხანოვი უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მონაწილეობს ამ აგრესიაში. ის ხელმძღვანელობდა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შტურმს, რისთვისაც პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი