
ირაკლი კობახიძის თქმით, ნორმალური და ადეკვატურია დედის გინება "ნაცისთვის", რომელიც მათ მოღალატეს და რუსს ეძახის. კობახიძემ გუშინ, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება სრულად გაამართლა და ოპოზიციას "ავადმყოფები" უწოდა:
"როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი, ავადმყოფები არიან მართლა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ლელოელები, კოლექტიური ნაცმოძრაობაა ესეც და ათასი უბედურება იჯდა გუშინ ოპოზიციის მხარეს და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური. რა თმენის ვალდებულება? როგორც კი ნაცი დაგიძახებს შენ რუსს და პასუხს არ გასცემს, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად, დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს, ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა ნაცი შენ გეძახის მოღალატეს და რუსს." ამბობს კობახიძე
შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებას" გუშინ სხდომათა დარბაზში თავზე გადააყარეს რუსული რუბლები, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა. წყობიდან გამოსულმა მდინარაძემ დაიმუქრა, რომ ვინც რუსს დაუძახებდა, დედას შეაგინებდა.
იხილეთ: