"მათი არჩევანია მანიპულაცია, დაძაბულობის გაღვივება", - ამის შესახებ "ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე საუბრისას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს. როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" თქვა, საქართველოს ევროპარლამენტში მეგობრები და გულშემატკივრები ჯერ კიდევ ჰყავს.
მე უკვე დავიღალე ამაზე პასუხის გაცემით - გამონათქვამები, რომლებიც ეკუთვნის პარლამენტის სპიკერს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ან პრემიერმინისტრს. ისინი აგრძელებენ ამაზე საუბარს, ეს მათი არჩევანია. მათი არჩევანია მანიპულაცია, დაძაბულობის გაღვივება. რასაკვირველია, ეს არ არის სიმართლე.
მე არაერთხელ მითქვამს, ბევრი ადამიანი არ არის ევროპულ პარლამენტში, რომელიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით და კერძოდ, საქართველოთი. და ჩვენ, პარლამენტის წევრები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ყოველთვის ვიცავთ საქართველოს და ქართველებს. ჩვენი სახით თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ.
ძალიან ვწუხვარ სიტუაციის ასეთ გაუარესებაზე საქართველოში. ჩვენ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, იმიტომ რომ 2 წლის წინ არც იყო საუბარი, რომ მოხდებოდა ახალი წევრების ევროკავშირში და უკრაინელების სისხლმა გახსნა ეს ფანჯარა ევროკავშირში, - აცხადებს იუკნევიჩიენე. [სინქრონული თარგმანი]