"საქართველოში სისტემური რეფორმები მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა... EU თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, რასაც ხედავს", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი", ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს.
სამწუხაროდ, საქართველოში არაფერი ხდება. სამწუხაროდ, ეს ისტორიული შანსი საქართველოსთვის მარტო მაშინ განხორციელდება, თუ მოხდება სისტემური რეფორმები საქართველოში. და ეს, რასაკვირველია, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა. მათ ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს შანსი გამოიყენონ. მაგრამ, სამწუხაროდ, საწინააღმდეგოს აკეთებენ და ძალიან ძნელია, მათ გაუწოდო მეგობრობის ხელი, რომლის გაწოდებასაც ჩვენ ვცდილობთ. იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატაროს სათანადო რეფორმები, ევროკავშირის საბუთებში მითითებული რეფორმებია გასატარებელი.
...ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, რასაც ხედავს. ეს [დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი] მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს ჩვენ კი არ გვინდა, ეს საქართველოს სჭირდება. ევროკავშირში გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები წევრობისთვის და ეს ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რასაკვირველია, საქართველოსაც, - ამბობს იუკნევიჩიენე. [სინქრონული თარგმანი]
იხილეთ ასევე: