თარაშ კანდელაკი სასამართლომ ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში უდანაშაულოდ ცნო

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, თარაშ კანდელაკი სასამართლომ ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხს" გორის სასამართლოში დაუდასტურეს. კანდელაკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო მხოლოდ 126 მუხლის პირველ ნაწილში, რაც ძალადობას გულისხმობს და 8 თვით და 25 დღით პატიმრობა შეუფარდა. მას აღნიშნული სასჯელი უკვე მოხდილი აქვს ვინაიდან წინასწარ პატიმრობაში 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილს, თარაშ კანდელაკს 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან. თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 2020 წლის 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა

შემთხვევა 2020 წლის ზაფხულში, 8 ივნისს, რესტორან "ჟოზეფში" მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები სწორედ თარაშ კანდელაკმა მიაყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი